"გურია ნიუსის"ინფორმაციით, წყალწმინდაზე, გალფის ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია.
პოლიციის შენობის წინ მდებარე ბენზინგასამართი სადგური რამდენიმე დღის წინ დააყაჩაღეს. ამ წუთებში კი, ხუთკაციანი დაჯგუფების აყვანის ოპერაცია ოზურგეთში მიმდინარეობს.
ამასთან დაკავშირებით შსს ში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.