საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე პირველ განცხადება გააკეთა. ლევან იზორიას თქმით, კრწანისის სასწავლო ცენტრში დილის 4-ის ნახევარზე სამი პირი უკანონოდ შეიჭრა, ხოლო გუშაგი მოიქცა ნორმების სრული დაცვით. იზორიამ გარდაცვლილი, 23 წლის გიორგი შენგელიას ოჯახის განცხადებასაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ მას იარაღი არ ქონდა, მინისტრის თქმით, მობილური ტელეფონი და იარაღი შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში იქნა ნაპოვნი:
„ადგილი ჰქონდა ცენტრში 3 პიროვნების უკანონოდ შეჭრას, რასაც მოჰყვა გუშაგისგან კანონიერი რეაგირება. კერძოდ, მან ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ როდესაც უკვე თავდასხმის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ჰაერშიც გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მაგრამ თავდასხმა კვლავ გრძელდებოდა და იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა. გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს იმ ორი თანხმები პირის დადგენაც. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში ნაპოვნი იქნა მობილური ტელეფონი და პისტოლეტი. გამოძიება ამაზე ამომწურავ ინფორმაციას ახლო მომავალში იტყვის", _ განაცხადა ლევან იზორიამ.