საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს ჰენდრიკ იან მორაალს შეხვდა.
მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილეები: გიორგი გოგაძე, გიორგი გაბიტაშვილი და საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იანნე ჰოლსტ ჰიუბრენი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იოსიბ ქულე.
მთავარმა პროკურორმა სტუმრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს. ირაკლი შოთაძემ სტუმრებს საქართველოს პროკურატურის ექვსწლიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს აღნიშნულ პროცესში დახმარების გაწევის შესახებ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალში ერთობლივი ღონისძიებიების დაგეგმვის შესახებ და სამომავლო გეგმები განიხილეს.