ტაკიძე, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამჟამად მონატრებულ შვილებთან თამაშით ერთობა და მისი ისტორიის დეტალებზე “გურია ნიუსს” ექსკლუზიურად უახლოეს მომავალში ესაუბრება:
_ თუმცა, მე არ ვარ საინტერესო რესპონდენტი, _ გვითხრა ტაკიძემ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის სწორედაც რომ საინტერესო რესპონდენტია და მისი დაპატიმრების ირგვლივ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.
_ სამომავლო გეგმები, ჯერჯერობით, არ დამისახავს, რადგან პირველ რიგში, ჯანმრთელობას უნდა მივხედო, რომელიც პატიმრობის დროს საკმაოდ შემერყა, _ გვითხრა ტაკიძემ.
იგი დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც მისთვის მძიმე პერიოდში გვერდით ედგა და “გურია ნიუსს” ამ თემის ფართოდ გაშუქებისთვის.