პაკისტანის ქალაქ ქუეტაში პოლიციის სასწავლო ცენტრზე თავდასხმა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 59 კადეტი და დაცვის თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის თავდამსხმელებიც არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, კოლეჯში გვიან ღამით 3 თავდამსხმელი დანაღმული ჟილეტებით შევიდა და მძევლები აიყვანა.
როგორც ცნობილია, უსაფრთხოების სამსახური სპეც ოპერაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია.