ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად გამყარდება.
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომ ერთჯერად ტრანზაქციებს ჰქონდა ადგილი. ეს ტრანზაქციები დასრულებულია და ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება", _ განაცხადა ნოდარ ხადურმა.