„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ჩართვას და რაიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.
ამის შესახებ ონოფრიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მე პირადად პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ და არც ვაპირებ რაიმე პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას. ჩვენთვის გულსატკენი იყო, რომ საზოგადოებამ მაინც ორპოლუსიანობა არჩია საქართველოში და ნაკლებად იყო მხარდაჭერილი ისეთი მესამე ალტერნატიული ძალა, როგორიც „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ. რაც შეეხება პარლამენტში ჩვენს საქმიანობას, ძალიან აქტიურები ვიყავით, მე პირადად 41 საკანონმდებლო ინიციატივა მქონდა, რომელთა უმრავლესობა დამტკიცდა. ძალიან აქტიურები ვიყავით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, _ განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.