EURONEWS-ის ინფორმაციით, პაკისტანში პოლიციის სასწავლო ცენტრზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, მირი სარფარაზ ბუგტის განცხადებით, თავდასხმის დროს შენობაში 700-მდე კათეტი იმყოფებოდა.
"ტერორისტებს უფრო მეტი მსხვერპლი სურდათ, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურის სწრაფი რეაგირების გამო გეგმა ჩაეშალათ,"_აცხადებს ბუგტი.
როგორც ცნობილია, პოლიციის სასწავლო ცენტრში ღამით 3 პირი შეიჭრა, რომლებსაც დანაღმული ჟილეტები ეცვათ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.
ამავე თემაზე: