2016 წელი ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლადო გუდიაშვილის 120-ე საიუბილეო წელია.
ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში, ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება მხატვრის ოთხი საიუბილეო გამოფენა.
გუდიაშვილის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მესამე საზეიმო გამოფენა 2 ნოემბერს გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზს ესტუმროს ყოველდღე 11:00 საათიდან 18:30 საათამდე, ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.
აღსანიშნავია რომ მხატვრის საიუბილეო წელს მისივე სახელობის საგამოფენო დარბაზში დაარსდა ლადო გუდიაშვილის ხელოვნების სტუდია, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებს შეასწავლის მსოფლიო ხელოვნების ისტორიას.