სასწავლო ცენტრ "კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ფაქტის შედეგად გარდაცვლილის, გიგა შენგელიას მამა რომან შენგელია დღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებას გეგმავს.
როგორც რომან შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას უწყებიდან დაუკავშირდნენ და შესთავაზეს დაათვალიეროს ინციდენტის არეალი.
”შემთხვევის ადგილი დაათვალიერეთ, ექსპერტიზას რომ ითხოვთო. უკვე მეოთხე დღეა _ გუშინ, გუშინწინაც ხომ შეიძლებოდა ასეთი რაღაცის გაკეთება? დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული საქმე”, _ განაცხადა რომან შენგელიამ.
გარდაცვლილის ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩართვას ითხოვს. „საქმესთან დაკავშირებით 100 ვერსია არსებობს და უნდა დააკონკრეტონ, რა მოხდა“, _ აღნიშნა მან რომან შენგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.