სიზარმაცე პროდუქტიულობის მტერია. როცა ვზარმაცობთ, ვერანაირად ვერ ვახერხებთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას.
ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ამ „მავნე სენის“ დაძლევის “ახალი ხერხები“ შემოგვთავაზეს.
თუ საქმისთვის საკმარისი ენერგია არ გაქვთ, სიზარმაცე აუცილებლად დაგრევთ ხელს. ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ თავი ენერგიულად და ფხიზლად იგრძნოთ.
არასაკმარისმა დასვენებამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი გაზარმაცება. როგორ იქნებით ენთუზიაზმით აღსავსე, როცა საშინლად გეძინებათ?!
ყველაზე რთული საქმის დაწყებაა. ასე რომ განსაზღვრეთ მინიმალური დრო, 15 წუთი ან თუნდაც 5 წუთი და გადაწყვიტეთ, რომ იმუშაოთ კონცენტრირებულად ამ 5 წუთის მანძილზე. ამის მერე, იგრძნობთ, რომ გირჩევნიათ საქმე გააგრძელოთ.
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვზარმაცობთ არის ის, რომ ვფიქრობთ მხოლოდ დავალების სირთულეზე და არა იმაზე თუ რა სარგებელს მოგვიტანს მისი შესრულება. ასე რომ, სიძნელეების ნაცვლად ფოკუსირება სასურველ შედეგებზე მოახდინეთ.
თუ შედეგები ძალიან შორსაა, ეს არ იქნება საკმარისი შენი მოტივაციისთვის. შენ შეგიძლია საკუთარ თავს უფრო ადრეული ჯილდო დაუნიშნო. თქვენი საყვარელი საჭმელი, ან საინტერესო ფილმი დავალების შესრულების შემდეგ მოტივაციად ნამდვილად გამოგადგებათ.
იფიქრე იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს თუ ამას არ გააკეთებ.
შინაგანი მოტივაცია ყველას სჯობს, მაგრამ ზოგჯერ სხვებისგანაც გვჭირდება გამხნევება.
მიზნად დაისახე, რომ მაქსიმალურად შეამცირო იდეალური დრო. გადაწყვიტე, რომ საქმის კეთებას თანდათან უფრო და უფრო სწრაფად უნდა მიეჩვიო. შეეცადე იყო შრომისუნარიანი იმდენად ხშირად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
თუ არ ვიცით ამ საქმის შემდეგ რას გავაკეთებთ, თავისუფლად გადავდებთ მას მოგვიანებით გასაკეთებლად.ასე რომ, გადაწყვიტეთ წინასწარ ამის შემდეგ რის გაეთებას აპირებთ.
სამუშაო გამოწვევად მიიღე: შეძლებ თუ არა ამის გაკეთებას.
უყურე სხვა ადამიანების წარმატებას. მათგან დიდ შთაგონებას აიღებ.