სიმსუქნის პრობლემა ყველას აწუხებს, მაგრამ არსებობს გზები, რითაც შეიძლება ჭარბი წონისგან თავის დაცვა.
30 წელს გადაციელებული ქალების პრობლემაა ისაა, რომ სწრაფად ჭამენ, – ასეთი დასკვნა გამოიტანა ოტაგოს (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, როდესაც ორწლიანი დაკვირვების შედეგები შეაჯამა. მკვლევარებს აინტერესებდათ თუ რა იწვევს ქალებში 30 წელს ზემოთ წონაში მატების დაწყებას.
მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს 1 500 ქალის მონაცემები ასაკის, მავნე ჩვევების, სპორტული მომზადებისა და მენოპაუზის შესახებ და დაასკვნეს, რომ ჭამის ტემპი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხეულის მასაზე.
რაც უფრო სწრაფად ჭამს ქალი, მით უფრო მეტად სუქდება. გამოკვლევის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ეს ნაყროვანების ჰორმონის გამომუშავებას უნდა უკავშირდებოდეს: როცა საკვებს ნელა ვღეჭავთ, ტვინი დანაყრებას მანამდე ასწრებს, ვიდრე ადამიანი ზედმეტ კალორიებს მიიღებდეს.