ფრანგული ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავი და მიუნხენის „ბაიერნის” ლიდერი, ფრანკ რიბერი ალკოჰოლური სასმელების გავრცელების წინააღმდეგი ყოფილა.
რამდენიმე თვის წინ რიბერიმ, რომელიც მორწმუნე მუსლიმანია, მეუღლესთან ერთად, მშობლიურ ქალაქ ბულონ-სიუ-მერში უალკოჰოლო ბარი გახსნა.
ბარის სახელწოდებაა „ო’შაჰიზი”, რაც რიბერის ორი ქალიშვილის სახელების – შაჰინეზისა და ჰაიზეს კომბინაციიდან მომდინარეობს.
მთავარი იდეა კი ის არის, რომ მასში არ გაიყიდება არც ერთი ალკოჰოლური სასმელი.