ფსიქიატრიაში ცნობილია შიშების – „ფობიების“ უსასრულოდ მრავალი გამოვლინება. უკანასკნელ წლებში მათ მიემატა „ნომოფობია“, რაც გულისხმობს ადამიანის უმობილუროდ დარჩენის შიშსა და ღელვას.
დიდ ბრიტანეთში, კომპანიამ „Secur Envoy“ ასეთი შიშები აღმოუჩინა რესპოდენტთა ორ მესამედს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 41%–მა განაცხადა, რომ მათ აქვთ არა ნაკლებ ორი ტელეფონისა, რათა სულ მზად იყვნენ კავშირებისათვის.
ამას გარდა, დაფიქსირდა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებიც: „მობილურის“ დაკარგვის შიში აქვთ ქალების 70%–ს და მამაკაცების 61%–ს, სამაგიეროდ მამაკაცებს უფრო ხშირად აქვთ ორი „მობილური“ (47%), ვიდრე ქალებს (36%).
რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ხშირად არის შეპყრობილი „ნომოფობიით“. 18–დან 24 წლამდე ამ „დაავადების“ სიმპტომები დადგინდა 77%–ში. ასევე მაღალია მონაცემები 25–დან 34 წლამდე – 68%.