საქართველოს პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა.
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათგან 6 ქალია.
"114 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. დანარჩენებს სხვადასხვა ვადით შეუმცირდებათ სასჯელი – ზოგს გაუნახევრდება, ზოგს კი 2/3-ით შეუმცირდება", _განაცხადა ქორიძემ.