საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.
„ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებს, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ აფხაზური ენის დღეს. აფხაზური კულტურა და თვითმყოფადობა ჩვენი მრავალფეროვანი საგანძურის ფასდაუდებელი ნაწილია.
ეს განსაკუთრებით შეეხება აფხაზურ ენას _ აფხაზური იდენტობისა და კულტურის საფუძველს, რომელიც კონსტიტუციით აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთად, სახელმწიფო ენადაა აღიარებული. მის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების საქმეა.
მინდა ჩვენმა აფხაზმა ძმებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვესწრაფით დღეს, როდესაც საერთო მომავლის სახელით შევძლებთ დავძლიოთ წარსულის მტკივნეული ტრავმები და ერთ – მშვიდობის, სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე ვილაპრაკებთ”, _ თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.