დღეს, ლანჩხუთის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციის „არჩევანის“ წარმომადგენლები, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, მოქალაქეებს ბიულეტენს სთავაზობდნენ და სთხოვდნენ, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია, ვის ანიჭებდნენ არჩევნების მეორე ტურში უპირატესობას _ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ნინო წილოსანს თუ დამოუკიდებელ კანდიდატს აკაკი ჩხაიძეს. არჩევანის გაკეთების შემდეგ კი ბიულეტენს სპეციალურ ყუთში ჰყრიდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ამპლუაში ლანჩხუთელთა აზრის შესწავლას მარიამ ჩუბინიძე ახდენდა, რომელიც აქამდე „ფონდი წილოსანის“ პრესსამსახურში მუშაობდა. მისი თქმით, ის ახლა არასამთავრობო ორგანიზაციაში აგრძელებს მუშაობას.