საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მიხედვით, დღეს საქართველოში პირველად განხორციელდა მოსამართლეთა უვადო გამწესება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული 12 მოსამართლე ღია კენჭისყრის წესით უვადოდ (საპენსიო ასაკის მიღწევამდე) დანიშნა.
კენჭისყრის შედეგად დაინიშნენ:
ლევან მიქაბერიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
გიორგი მიროტაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია.
ნატალია ნაზღაიძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.
მურთაზ მეშველიანი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.
ხათუნა ხომერიკი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.
ნანა ჭიჭილეიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ციცინო კიკვაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
გოჩა ფუტკარაძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
ნინო შარაძე – გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
გერმანე დადეშქელიანი – გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია.
მერაბ ღვინიაშვილი – სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
ნანა ჯანხოთელი – ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლენტეხის მუნიციპალიტეტში.