ბოლო 500 წლის განმავლობაში პირველად ქრისტეს საფლავს არქეოლოგებმა მარმარილოს ფილა მოხსნეს. მეცნიერების თქმით, მარმარილოს ქვეშ უამრავი ქვა აღმოჩნდა. სამუშაოების შესრულების შემდეგ მეცნიერები საფლავის ქვის პირველად სახეს დაადგენენ.
მარმარილოს ფილა ქრისტეს საფლავზე მე-16 საუკუნეში დამონტაჟდა. ის საფლავისთვის ე.წ. დამცავს წარმოადგენდა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მორწმუნეების მხრიდან საფლავის ქვის მოტეხვისა და ქურდობის ფაქტები გახშირდა.