ზოგიერთი ადამიანისთვის კოცნა რისკს უკავშირდება. ადამიანი, რომელსაც გარვეული სახის საკვები პროდუქტები ან წამლები ალერგიას აძლევს, შესაძლოა, ძლიერი ალერგიული რეაქცია განიცადოს კოცნის შემდეგ. სპეციალისტების მტკიცებით, ამის მიზეზი, პარტნიორის მიერ ამა თუ იმ ალერგიული პროდუქტის მოხმარება ხდება. ორგანიზმის რეაქცია ვლინდება ტუჩების შესიებით, გამონაყარის სახით, ციებით ან ხრიწნით.
სპეციალისტები ალერგიული ადამიანების პარტნიორებს ურჩევენ, კოცნამდე 16-24 საათის მანძილზე არ მიიღონ საყვარელი ადამიანისთვის მავნებელი საკვები. მიუხედავად ამისა, მსგავსი ზომებიც ზოგ შემთხვევაში უშედეგოა.
ალერგიის, ასთმის და იმუნოლოგიის ამერიკული კოლეჯის მონაცემებით, საკვებზე ალერგიას მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი განიცდის.