სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა აღდგა _ საზღვრის გადაკვეთა უკვე შეუძლია როგორც თურქეთის, ასევე, საქართველოს და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს.
შეგახსენებთ, რომ სარფის საბაჟოზე გადაადგილება სამი დღის განმავლობაში შეზღუდული იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეფერხება საპასპორტო კონტროლის, ე.წ. ,"POL NET“- ის სისტემის გათიშვამ გამოიწვია.