გავრცელებული ინფორმაციით დავით უსუფაშვილმა პარტია "რესპუბლიკელები" დატოვა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ რესპუბლიკური პარტიის წევრები და შესაბამისად უცნობია, რატომ მიიღო პარლამენტის თავმდჯომარემ ეს გადაწყვეტილება.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ დავით უსუფაშვილი პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით ბრიფინგს დღეს, 17.00 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობაში გამართავს.