_ ბატონო ირაკლი, რა შეფასებას გაუკეთებთ შინაგან საქმეთა მინისტრის პრემიერ მინისტრად დანიშვნას? რასთან გვაქვს საქმე?
_ ეს მოვლენა რომ შევაფასოთ, საჭიროა გავიგოთ ვის დანიშნავენ შსს მინისტრად. აქედან გამომდინარე ნათელი გახდება სააკაშვილის გეგმების შესახებ.
ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ვანო მერაბიშვილის პრემიერ მინისტრად გადაყვანა. სააკაშვილმა პოლიციური ქვეყანა შექმნა. გამომდინარე აქედან, არ არის გასაკვირი პოლიციის შეფის პრემიერ მინისტრად გადაყვანა. მისთვის ახლა მთავარია არჩევნების წინ სრული მობილიზაცია გააკეთოს ძალოვან სტრუქტურებს მოსახლეობის დაშინების მიზნით.
_ საუბრობენ იმაზე, რომ გია ბარამიძესაც ჩაანაცვლებენ სხვა კადრით…
_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გია ბარამიძეს დავალება მისცეს, რომ კენჭი იყაროს დიდუბეში. რა ახალი, რის ახალი? ერთი და იგივე ხალხი ჰყავთ. ის, რომ რამეს შეცვლიან პოლიტიკაში ან ეკონომიკაში, ზღაპარია.
_ მერაბიშვილის გაპრემიერებით შსს-ში რამე შეიცვლება?
_ სტრუქტურაში არაფერი შეიცვლება.
_ ვინ შეიძლება გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრი?
_ ჩემი აზრით, ახალაია.
_ კონკრეტულად, რომელ ახალაიაზე საუბრობთ, ისინი სამნი არიან: როლანდ ახალაია, დათა ახალაია და ბაჩო ახალაია.
_ დათა ახალაიაზე მაქვს საუბარი.