„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებისგან არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო ბიულეტენზე „ქართული ოცნების“ კანდიდატების წინასწარ განსაზღვრული ფორმით შემოხაზვას ითხოვს.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას" _ აღნიშნულია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის განცხადებაში.