ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, საქართველოს ყველა ოლქში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, საქართველოს მასშტაბით, არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართება. აქედან 18 ოლქი თბილისში, 32 კი რეგიონებშია.
არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში იმართება, სადაც კანდიდატმა საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.