"სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრის პროცესი უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აქვს ადგილი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხასიათის დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მარნეულის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება.
ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ _ საარჩევნო უბანზე ძალადობის _ 1, ხმის ფარულობის დარღვევის _ 3, მარკირებული ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის _ 1, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის _ 1, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების _ 7, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის _ 1, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის _ 2 და მარკირების პროცედურის დარღვევის 1 შემთხვევა გამოვლინდა.