გარეთ ბეილი მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 2022 წლამდე ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ესპანურ კლუბში აცხადებენ, რომ უელსელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, ბეილი მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში სათამაშოდ „ტოტენჰემიდან“ 2013 წლის 1 სექტემბერს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, 27 წლის ნახევრამცველს ესპანური კლუბის შემადგენლობაში 135 მატჩი აქვს ჩატარებული და 62 გოლი გატანილი.