საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 17:00 საათის მონაცემებით, ზესტაფონში, მონაწილეობა ამომრჩეველთა 34,3%-მა მიიღო.
როგორც "გურია ნიუსს" ზესტაფონის 51-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კახნიაშვილმა განუცხადა, არჩევნებზე 17:00 საათის მონაცემებით, 17 212 ამომრჩეველია დაფიქსირებული.
"ეს საერთო ამომრჩევლების 34,2%-ია. პირველ ტურზე აქტივობა 55% იყო. ყველა ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია და იქნებ რიცხვი გაიზარდოს", _ ამბობს კახნიაშვლი.
მისივე ინფორმაციით, 51-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 50 103 ამომრჩეველია რეგისტრირებული.