ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულეს ბუკისციხის საარჩევნო უბანზე (ჩოხატაურის ოლქი). ბუკისციხის 145-მა ამომრჩეველმა ხმა "ქართული ოცნების" კანდიდატს _ ნინო წილოსანს მისცა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა _ აკაკი ჩხაიძემ 67 ხმა მიიღო.
უბანზე, სადაც სულ 374 ამომრჩეველია რეგისტრირებული არჩევანი 230-მა ამომრჩეველმა გააკეთა.
ბუკისციხის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით 18 ბიულეტენი გაბათილდა.
აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბერს, ამავე უბანზე ნინო წილოსანმა 125 ხმა მიიღო, ხოლო აკაკი ჩხაიძემ 81.