“გურია ნიუსმა” რამდენიმე პოლიტიკისი და მედია ექსპერტი ჩაწერა ხელისუფლების საკადრო ცვლილებაზე და ნაცმოძრაობის წევრების აზრიც გვაინტერესებდა რას ფიქრობდნენ ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობაზე ან კიდევ, როგორ წარმოუდგენიათ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისგან სოფლის მეურნეობის აყვავება.
ბოლოს, როგორც იქნა, დავუკავშირდით “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთ სახეს ეკა ხერხეულიძეს, როგორც კი გავეცანით, რომელ მედიასაშუალებას წარმოავდგენდი, ძალიან ვრცელი და საინტერესო კომენტარი გაგვიკეთა: _ უკაცრავად, თბილისში არ ვარ… _ და ყურმილი გათიშა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს პარლამენტარ ეკა ხერხეულიძის ჩვეული ხერხია, რომლითაც მაშინ მოქმედებს, როცა არ იცის, რა თქვას. ანალოგიურ პასუხებს ადგილი ჰქონდა მაშინაც, როდესაც “გურია ნიუსი” მას კონტროლის პალატის მასობრივ დაკითხვებთან დაკავშირებით უკავშირდებოდა კომენტარის ჩასაწერად.