წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე მცხეთაში დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი ლიდერობს. 40 უბნის მონაცემებით მას ხმების 50,06% აქვს, "ქართული ოცნების" კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს 49,94%.
მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში სულ 45 საარჩევნო უბანია.
საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურზე, ცენტარლური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სწორედ მცხეთაში დაფიქსირდა.