სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია” გორის მუნიციპალიტეტში მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში აშენდება ოთხი სატუმბი სადგური, მოეწყობა 2 კილომეტრი სიგრძის სარწყავი არხი. ახალი საირიგაციო ქსელით მერეთის, გუგუთიანთკარის, ზარდიაანთკარისა და კოშკას მოსახლეობა 185 ჰექტარი მიწის ფართობის მოსარწყავად ისარგებლებს. სამუშოები 2017 წლის აგვისტოსთვის დასრულდება.
(R)