წინასწარი მონაცემებით, ახალ, მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 115 დეპუტატი ეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ (საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 113 ხმაა საჭირო).
8 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემის არჩევნებში 44 მანდატი მიიღო, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში _ 23 მანდატი.
ცესკოს წინასწარი მონაცამებით კი, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ 48 კანდიდატმა მოიპოვა გამარჯვება.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში 27 მანდატი ექნება "ნაციონალურ მოძრაობას", 6 – "პატრიოტთა ალინასს", ერთი – "მრეწველებს", ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.