უროლოგები ირწმუნებიან, რომ ცივი ჩაი შესაძლოა გახდეს თირკმელებში კენჭების წარმოშობის მიზეზი, რადგან ის შეიცავს დიდი ოდენობით ოქსალატებს (მარილებსა და მჟაუნმჟავას).
ქალებთან შედარებით, მამაკაცებში 4-ჯერ უფრო მეტია კენჭების წარმოქმნის რისკი. ცნობილია, რომ რისკის ჯგუფში შედიან 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, ასევე, ორგანიზმში ესტროგენების დაბალი დონის მქონე ქალები, ისინი ვინც, მენოპაუზის პერიოდში არიან ან ამოკვეთილი აქვთ საკვერცხეები.
ექიმები გამაგრილებელი სასმელების მოყვარულებს ურჩევენ, ცივი ჩაის ნაცვლად უპირატესობა მიანიჭონ წყალს ან სახლში მომზადებულ ლომონათს. ასევე, რეკომენდებულია ლიმონიანი წყლის დალევა, რომელიც მდიდარია ციტრატებით – ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უშლიან თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.