თბილისში, გლდანის ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრმა მსოფლიო ჩემპიონის, ევროპის ოთხ გზის ჩემპიონისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონის ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის ტურნირს 27-ედ უმასპინძლა თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, რომელსაც სტუმრის სატუსით არაერთი ოლიმპიური, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი ესწრებოდა.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა ერთგვარ ვალდებულებასაც წარმოადგენდა, რადგან მომდევნო საერთაშორისო ტურნირებში სწორედ აქ გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელისთვის გიორგი ხარატიშვილისთვის, რომელმაც 46 კგ. წონით კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა, რითაც შემდგომში საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაც გაინაღდა.
გარდა ქართველი მოჭიდავეებისა, ტურნირში, ასევე, მონაწილეობდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მიითვალეს თავიანთ აქტივში, ხოლო სომეხი მოჭიდავეები საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩნენ.