„რესპუბლიკურ პარტიას“, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე წევრი ტოვებს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, პარტიას ვახტანგ ხმალაძე, თინა ხიდაშელი, ივლიანე ხაინდრავა და ნოდარ ებანოიძე ტოვებენ, თუმცა, ინფორმაცია პარტიიდან წასვლის შესახებ ჯერ არც ერთ მათგანს არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, რომ პარტია ოფიციალურად პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ორი დღის წინ დატოვა, გუშინ კი პაატა ზაქარეიშვილის პარტიიდან წასვლის შესახებ გახდა ცნობილი. პარტია, ასევე, ოფიციალურად დატოვეს, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ.