„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ამ ქვეყანაში დარჩა ერთადერთ რეალურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად, _ ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა. „ნაციონალური მოძრაობის“ ვალდებულება ამ ქვეყნის წინაშე არის გაათმაგებული იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო.
„რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მძიმე პარლამენტი და ადამიანურად ძალიან მძიმე იქნება იმ დარბაზსა და იმ კედლებში მუშაობა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ ყველას გვაქვს გამორჩეული პოლიტიკური ვალდებულება. "ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ამ ქვეყანაში დარჩა ერთადერთ რეალურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად, ამიტომ დღეს ჩვენი ვალდებულება ამ ქვეყნის წინაშე არის გაათმაგებული იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო. დღეს ჩვენ დავრჩით ერთადერთი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რეალური პოლიტიკური ძალა, ამიტომ დღეს ჩვენ გვეკისრება ბევრად მეტი პოლიტიკური ვალდებულება და პოლიტიკური ტვირთი, ვიდრე წინა წლებში. ამიტომ ჩვენი ამოცანაა გავძლიერდეთ, ღირსეულად ვატაროთ ეს პოლიტიკური ტვირთი პარლამენტშიც და მის გარეთაც და ჩვენი ამოცანაა გავარძელოთ ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.