ბრედ პიტი – ის სკოლაში საკმაოდ კარგად სწავლობდა. გატაცებული იყო მუსიკითა და სპორტით. შემდეგ მან ჩააბარა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მაგრამ სამსახიობო კარიერის გამო სწავლა ვერ დაასრულა.
ჰიუ ჯეკმანი – მან დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, ჟურნალისტიკის განხრით.
ტომი ლი ჯონსი – მან წარმატებულად დაასრულა სკოლა, შემდეგ კი ჰარვარდის უნივერსიტეტის "ენათმცოდნეობის" ფაკულტეტი.
შერონ სტოუნი – ის გამოირჩეოდა ბავშვობიდან და პირველი კლასის ნაცვლად, მეორე კლასში აღმოჩნდა, ხოლო 15 წლის ასაკში უკვე უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მას არ დაუსრულებია სწავლა, მაგრამ ბევრი მიიჩნევს სტოუნს ერთ-ერთ ყველაზე გონიერ მსახიობად.
ნატალი პორტმანი – მიუხედავად იმისა, რომ მან კინოში მოღვაწეობა 13 წლის ასაკიდან დაიწყო, სკოლა წარმატებით დაასრულა და 18 წლის ასაკში ჰარვარდის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ნატალი თავისუფლად საუბრობს ექვს ენაზე და აქვს ბრწყინვალე სამსახიობო კარიერა.