გავრცელებული ინფორმაციით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გახდება, რომელმაც ოზურგეთელთა მანდატი 1 ტურში, 8 ოქტომბერს მოიპოვა.
თალაკვაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყობს და არც ადასტურებს:
_ გუნდში სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვიქნები პარლამენტში და "ქართულ ოცნებასთან" ერთად 4 წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებ დაპირებების შესასრულებლად, _ გვითხრა არჩილ თალაკვაძემ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი უმრავლესობის ლიდერი, ასევე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე გახლავთ.