ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის გახსნაზე იცეკვებენ.
_ ცოტა ხნის წინ ძალიან სასიხარულო ცნობა მივიღეთ ოზურგეთის მერის მოადგილისგან. კობა დუნდუას დახმარებით, ხელოვნების სასახლის გახსნაზე სუხიშვილები ოთხ ცეკვას შეასრულებენ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სასახლეს ჯერ სახელი მინიჭებული არ აქვს, თუმცა, საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მას ნინო რამიშვილის სახელი უნდა მიენიჭოს, რომელიც სურების ხეობიდან იყო.
რამიშვილის სახელის მინიჭების თხოვნით არაერთი ადამიანის წერილი უკვე შესულია საკრებულოში და როგორც გვითხრეს, საკითხს განიხილავენ.
არსებული ინფორმაციით, ხელოვნების სასახლე 18 ნოემბერს უნდა გაიხსნას და მას პრემიერ-მინისტრი დაესწრება.