_ როცა მოვუსმინეთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას, სადაც ის სოფლის მეურნეობაზე საუბრობდა, იმედი ჩაგვესახა. მან თქვა _ “როგორც კი ჩემი გუნდი მოვა ხელისუფლებაში აუცილებლად და პირველ რიგში სოფლის მეურნეობას განვავითარებ”. ჩვენ გლეხები ვართ, მიწაზე მუშაობის მეტი არაფერი გაგვიკეთებია, ამ ხელისუფლების ხელში მიწაზე მუშაობა გვენატრება და იმედი გვაქვს ივანიშვილი პირობას შეასრულებს, _ გვითხრეს სისაურებმა.
ჩვენ კითხვაზე, სჯერათ თუ არა ახალ დანიშნული პრემიერ-მინისტრის, რომელმაც გუშინ სოფლის მეურნეობის აყვავების პირობა დადო, გვპასუხობენ:
_ რვა წელი არაფერი გაუკეთებიათ და ახლა აპირებენ სოფლის მეურნეობას აყვავებას?!