ჩვენ უახლოეს დღეებში გვეცოდინება კონკრეტული სახელები და გვარები, ვინ რა თანამდებობაზე დაინიშნება, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხები არ არსებობს, რადგან სხვადასხვა თანამდებობაზე რამდენიმე ადამიანი განიხილება.
„კონსულტაციები დაიწყო და ჩვენ უახლოეს დღეებში გვეცოდინება კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ რა თანამდებობაზე წარსდგება. იგივე ეხება ჩემს კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. მე კონკრეტულად ვერ გეტყვით სახელებს და გვარებს ახლა, რადგან მიმდინარეობს კონსულტაციები და საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.