https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“არჩევნები/ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ” _ რას სწერს გიგი უგულავა თანაპარტიელებს

12:11; 4.11.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"არჩევნები/ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ", _ ასე იწყება წერილი, რომლითაც პატმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ციხიდან  ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს. უგულავა  საგანგებო წერილში არჩევნების შედეგებს, ასევე, პარტიის სამომავლო გეგმებს მიმოიხილავს და  თანაპარტიელებს საკუთარ პოლიტიკურ სტრატეგიას სთავაზობს:
უგულავას წერილს უცვლელად გთავაზობთ.

"მიმართვა თანაპარტიელებს და ჩვენს მხარდამჭერებს

არჩევნები/ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ. კავკასიური თუ აუსბურგის ცარცის წრის ეს სიტყვები, როგორც არასდროს აქტუალურია დღეს საქართველოში. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ სიყალბის ყველა ნაცადი თუ ინოვაციური მეთოდი იყო გამოყენებული იმ შედეგისათვის, რაც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. მართალია, ცესკო პირდაპირ სუსის განყოფილებად იქცა, მთავარი მანიპულაცია მაინც არჩევნებამდე მოხდა. "სახელმწიფო გადატრიალების", "რევოლუციური სცენარების", "გვირაბების თხრის" კამპანია კანონის და პოლიტიკური ტაქტიკის ფარგლებში იქნებოდა, რომ არა, აშკარად ჩადენილი და სამუდამოდ გამოუძიებელი დანაშაულები – უკანონო და დამონტაჟებული ჩანაწერების გამოქვეყნება, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იარაღის საბადოების "აღმოჩენა", ჩანერგილი თუ დაშანტაჟებული "ზონელების" მამხილებელი "თვალის ახელები" და, რაც მთავარია, წმინდა წყლის პოლიტიკური ტერაქტი – გივი თარგამაძის აფეთქება. დიახ, ის მხოლოდ შემთხვევამ ან ღმერთმა (რწმენისა და გემოვნების საკითხია) გადაარჩინა. დამკვეთმა ის და სხვა დაზარალებული ადამიანები სასიკვდილოდ გაწირა. ამ ყველაფერმა ისედაც მუდმივად რაციონალურობის ზღვარზე მყოფი საქართველოს არჩევნები სრულიად ირაციონალურ კატეგორიაში გადაიყვანა.

ამასთანავე, მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ამ ისტერიკისა და აშკარა დანაშაულებრივი მანიპულაციების გარეშეც შეეძლოთ გამარჯვება და მოიგებდნენ. ამით მათ მხოლოდ საკუთარ უმწიფრობას გაუსვეს ხაზი. ოცნების გამარჯვების მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში პოლიტიკური მმართველობის ციკლი 8-10 წელიწადს, ორ საარჩევნო პერიოდს მოიცავს. ანუ მოსახლეობა ამ ვადით აძლევს პარტიას/ლიდერს მართვის მანდატს და შესაბამისად, ამდენი ხნით იტანს მას. ბედის ირონიით, მეორე ციკლი მუდმივად მარკესის "პატრიარქის შემოდგომას" ემსგავსება, რასაც იურიდიულად საკონსტიტუციო უმრავლესობას ვუწოდებთ. ასე იყო შევარდნაძის, სააკაშვილის/ჩვენი მეორე "შემოდგომა" და გარდაუვალი აუცილებლობით აქეთ მიილტვის ივანიშვილიც.

ცალკე საკითხია ჩვენი ხარვეზები თუ შეცდომები. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ჩვენს მომხრეებში აქტიურად განიხილებოდა საკითხი – რა როლი ითამაშა მიშას მიერ დაანონსებულმა – მე გადმოვცურავ ზღვა-ს. ჩემის აზრით, აქ სიმართლე შუაშია. თავისთავად ცხადი იყო, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს მოიგებდა, მიშა სააკაშვილი აიღებდა ოდესა-თბილისის რეისზე ბილეთს და შეძლებდა დაუბრკოლებდად ჩამოსვლას სამშობლოში, მშობლიურ ქალაქში. ისევე როგორც, მაგალითად, მე გიგი უგულავა, და სხვებიც დავტოვებდით საპატიმროებს. ეს თავისთავდ ცხადი საკითხი იყო და ამას დამატებით ხაზგასმა არ სჭირდებოდა. მაგრამ პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო პასუხის არქონა ერთ საკვანძო კითხვაზე – ვინ არის თქვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი? ვინა არის ის პირი, რომელმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პროგრამის (ობიექტურად საუკეთესო და რეალისტური) შესრულებაზე? პარტია ამ შეკითხვაზე დაბნეული, პირდაპირ ვთქვათ, ბლუყუნებდა. როგორ წარმოგვიდგენია ასეთ პირობებში გამარჯვება? როგორ შეიძლება გამარჯვების იმედი გქონდეს და არ იყო მკაფიო მთავარ საკითხში. მე, მართალია, საერთოდ არ ჩავრეულვარ არანაირი ფორმით წინასაარჩევნო კამპანიაში და ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა მაძლევს ღიად თქმის უფლებას – ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილი (მიუხედავად მისი შესაძლო სურვილისა). მაგრამ ეს ვიცოდი მე და კიდევ შესაძლოა 20 კაცმა, ხოლო ამომრჩევლებისთვის ჩვენ გაურკვევლობას, დაბნეულობას ვასხივებდით. ჩვენ ან პირდაპირ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ჩვენი პარტიის პრემიერ- მინისტრობის კანდიდანტი მიხეილ სააკაშვილია, ან პირდაპირ გვეთქვა, რომ ჩვენი კანდიდატი არის დავით ბაქრაძე, სიის პირველი ნომერი, ვინც ლოგიკურად უნდა ყოფილიყო ასეთად დასახელებული ან მოგვეწვია და შეგვეთავაზებინა კონკრეტული ადამიანისთვის, ვინც ჩაუდგებოდა სათავეში კამპანიას. გაურკვევლობამ, რომელიც ჩვენ დავუშვით, შექმნა წარმოდგენა, რომ ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, საზოგადოებას ვთავაზობთ მიშა სააკაშვილის ფორმალურ ან არაფორმალურ მმართველობას. და მოხდა ის, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ქვეყანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ამჯობინა. აქვე ხაზს ვუსვამ, მე არ ვსაუბრობ აქ წაგების მიზეზზე. ჩვენი წაგების მიზეზებზე ზემოთ ვისაუბრე, ის უფრო გლობალურია და ნაკლებად იყო დამოკიდებული, ვინ იქნებოდა ჩვენი პრემიერ-მინისტრობის თუ სხვა მინისტრობის კანდიდატები. თუმცა, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება, მე მყარად ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დასახელება ჩვენი კამპანიისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგი იქნებოდა. და ეს კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო არც მიხეილ სააკაშვილი და არც წინა მთავრობის საკვანძო არცერთი მინისტრი. საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღეთ, რომ ადგილზე პარტია ჭმუნავდა, ხოლო მიშა ხან ციხეში მყოფ ყოფილ ძალოვან მინისტრებს საერთოდ პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავდა (რაც იდეაში არა მისი, არამედ ამ ადამიანების და ამომრჩევლის გადასაწყვეტია), ხან ამერიკიდან – შსს მინისტრად ხატია დეკანოიძეს ასახელებდა (რაც თავისთავად ნამდვილად არაა ცუდი იდეა). ეს ერთი კონკრეტული ტაქტიკური თუ სტრატეგიული შეცდომა მე იმის საილუსტრაციოდ მომყავს, რომ ახლა უკვე დროა სწორი დასკვნები გავაკეთოთ და მომავალზე ვიფიქროთ.

სრულიად ცხადია, რომ ჩვენი პარტია არის დღეს ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად ხელი შეუშალოს ოლიგარქის მიერ ქვეყნის სრულ "პრიხვატიზაციას". ენმ-ის როლი ქვეყნის მომავლისთვის, მისი ევროპული განვითარებისთვის გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მისი ისტორიული როლი გაცილებით დიდია, ვიდრე, თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე, "ქართული ოცნების", რადგან, როგორც ჩერჩილი ამბობს: "მართალია უმრავლესობა მართავს, მაგრამ ჭკუა უმცირესობას მოეკითხება".

ჩემი აზრით, ჩვენი პარტიის სტრატეგიული ამოცანაა – გამოვიდეთ "ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის" მდგომარეობიდან. უფრო ზუსტად, კი ისეთი ალყაშემორტყმული მდგომარეობიდან, როცა იცი – ციხე-სიმაგრე დაეცემა და მაინც გმირულად იბრძვი. თუ მხატვრულ ლიტერატურაში ეს მთელი ჟანრია, თანამედროვე პოლიტიკაში – ფატალური შეცდომა და სრული უპერსპექტივობაა. ეს ოთხი წელიწადი ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ღირსეულად გავატარეთ. პარტიამ ისეთი დევნა განიცადა, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანებმა. ეს დევნა ახლაც გრძელდება და მე არც რეპრესიების გაგრძელებას გამოვრიცხავ. მაგრამ პარტიის პასუხი ამაზე არა ჩაკეტვა, 2013 წლის დასაწყისის მდგომარეობაზე გაყინვა, არამედ, პირიქით, გახსნა და განვითარება უნდა იყოს. აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს; აირჩიოს ახალი პოლიტიკური საბჭო, რათა მოხდეს იმ ახალი და წარმატებული ადამიანების პარტიის მართვაში ინტეგრირება, რომლებმაც ამ არჩევნებზე თავი გამოიჩინეს, იქნება ეს ცენტრალურ საბჭოში თუ რეგიონებში. გასაგებია, რომ ივანიშვილი შეეცდება ნაციონალური მოძრაობა ნახევრად პარტიზანულ მდგომარეობაში ამყოფოს, თუმცა ამ არჩევნებმა ივანიშვილის, რეალურად ერთადერთი, ოცნება დაამსხვრია – ნაციონალური მოძრაობა არა თუ გაქრა, მას ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. შემთხვევითი არაა, რომ საერთაშორისო პრესა, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ამ არჩევნებზე ორ გამარჯვებულ პარტიაზე საუბრობს. თუმცა ახლა ჩვენი ვალია "ნაციონალური მოძრაობა" უფრო მეტად გავხადოთ დასავლური ყაიდის დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაცია. მხოლოდ ასე შეძლებს ის ქვეყნის ოლიგარქის მარწუხებისგან, უფრო სწორედ, აბლაბუდისგან დახსნას.

მე კარგად მესმის, თუნდაც თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული შფოთვები. ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უპირობოდ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია. აქედან აბსოლუტურად არასწორი დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ პარტიამ აღარასდროს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს არასწორი და დამაზიანებელია პარტიისთვის. ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა. არ ვიცი რას ფიქრობს ამ საკითხზე მიშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამ ჩემს იდეას სრულად გაიზიარებს. მეტიც, მე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვაპირებ გადავდგე, რათა მივცე შესაძლებლობა – თბილისის აქტივმა ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. ერთი სიტყვით, პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე უმდა ჩატარდეს არჩევნები. ეს არ და ვერ იქნება განხილული როგორც პოლიტდევნილებისა თუ პოლიტპატიმრების მიმართ ღალატი. ამას მე, როგორც ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, გეუბნებით. ჩვენი დევნილობა და პატიმრობა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეიძლება კიდევ დიდი ხანი გაგრძელდეს. მე ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული. პარტიას სჭირდება განვითარება და ის არ უნდა გახდეს ამჯერად ჩვენი პატიმრობის თუ დევნილობის მძევალი, სწორედ ეს უნდა ივანიშვილს. მეტიც, ამ პოლიტსიშლეგის დასრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჩქარდება თუ ნაციონალური მოძრაობა გაძლიერდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ – საერთაშორისო ინსტიტუტებში. ცხადია, ეს არ ნიშნავს ჩვენი მხრიდან პარტიისგან გამიჯნვას, პირიქით, ამით ჩვენ პარტიას განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ. ესაა ფაქტის კონსტატაცია, ჩვენ, ციხეში თუ ქვეყნის გარეთ იძულებით მყოფნი, სრულფასოვნად ვერ ვმონაწილეობთ პარტიულ პოლიტიკაში, იმედია დროებით. და როცა ეს ცხადი სიგიჟე დასრულდება, მე/ჩვენ სიხარულით ჩავერთვებით პარტიის ცხოვრებაში და არც შიდა კონკურენციას შევუშინდებით. მართალია, კაცს შეიძლება გალაკტიონის ლექსი გაგახსენდეს და ცოტა შეცბე: ".. წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული..", მაგრამ ამჯერად, მერაბ კოსტავას სიტყვები უფრო გამოგვადგება – მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, სად ვიქნებით ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში.

მეგობრებო, გთავაზობთ მსჯელობას ამ თემაზე, ხოლო პარტიის თბილისის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩემი გადადგომა შემდგარ ფაქტად მიიღეთ.

წერილი საჯაროა და მისი ადრესატი ყველა ჩვენი მხარდამჭერია, რისთვისაც მათი გულწრფელად და უზომოდ მადლობელი ვარ.

გიგი უგულავა"

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

პაატა სალია: ამ მემორანდუმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის

19:39; 12 იანვარი, 2026
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

12:03; 12 იანვარი, 2026
პოლიტიკა

მესამე მსოფლიო ომი უკვე აქტიურ ფაზაშია _ გია ხუხაშვილი

19:02; 11 იანვარი, 2026
პოლიტიკა

საქართველოში ირანის საელჩო განცხდებას ავრცელებს

18:44; 10 იანვარი, 2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა

17:12; 10 იანვარი, 2026

რაში გადაუხადა "ქართულმა ოცნებამ" თემურ ჭკუასელს და გივი ჭიჭინაძეს 125-125 ლარი

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობას იაშვილის ქუჩაზე ფასადი ჩამოენგრა

ყველა სიახლე

საზოგადოება

მსვლელობა თბილისში – მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა

21:37; 12.01.2026
პოლიტიკა

პაატა სალია: ამ მემორანდუმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის

19:39; 12.01.2026
საზოგადოება

“ოთხი მძიმე დაავადება აქვს, უჭირს გადაადგილება”- გიორგი რურუას ადვოკატი

19:20; 12.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

19:13; 12.01.2026
სამართალი

პროკურატურამ კანაფის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:51; 12.01.2026
მსოფლიო

“ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

18:30; 12.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

18:09; 12.01.2026
სამართალი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს

16:02; 12.01.2026
სამართალი

“თავდაცვის მიზნით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი” _ შსს ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

15:47; 12.01.2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12.01.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

14:55; 12.01.2026
სამართალი

ოზურგეთში “ქურდულ გარჩევას”, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი ხელმძღვანელობდა, ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

14:33; 12.01.2026
საზოგადოება

ის, რაც თქვენი ხასიათი გგონიათ და არ მოგწონთ, შეიძლება ბავშვობის ტრავმა იყოს – მისგან გათავისუფლება შეგიძლიათ

14:23; 12.01.2026
საზოგადოება

დღეს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება

12:16; 12.01.2026
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

12:03; 12.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო