"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრები, ლიდერები, ახალი სახეები პარტიის ოფისში შეიკრიბნენ.
ჟურნალისტებისკითხვაზე _ უნდა აირჩიოს თუ არა ახალი თავმჯდომარე პოლიტსაბჭომ დავით ბაქრაძემ კომენტარი არ გააკეთა.
გიგა ბოკერია ამბობს, რომ ზოგადად და ამ შემთხვევაში გიგი უგულავას განცხადებებს ვიზიარებს, _ თქვა ბოკერიამ. ელენე ხოშტარიაც უგულავას აზრს იზიარებს.
პარტიის თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურობას რაც შეეხება, როგორც ენმ -ს ლიდერები აცხადებენ, ეს ფაქტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტდევნილობის მიზეზით აიხსნება.
„პარტიას რომ სჭირდება არაციხეში მჯდომი, არც დევნილობაში მყოფი კონკრეტული ადამიანები, ეს ცხადია, ოღონდ მნიშვნელოვანია, მათი აზრი, ვინც დევნილობასა და ციხეშია, იყოს გათვალისწინებული, მთავარი არის ერთიანობა", _ განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
პოლიტსაბჭოზე, დავით კირკიტაძის თქმით, სხვა უფრო მნიშვნელოვანის საკითხებია გადასაწყვეტი, ვიდრე თავმჯდომარის არჩევის თემა.
„პარტიას დღეს სხვა რამე სჭირდება, სჭირდება გაერთიანება და სტრატეგიის დასახვა, როგორ მოვიშოროთ ბიძინა ივანიშვილი", _ განაცხადა დავით კირიკიტაძემ.