საჭირო მასალა: ერთი კგ ძროხის და ღორის ხორცი, შერეული (შეგიძლიათ მხოლოდ ძროხის ან ღორის ხორცით მოამზადოთ.). ერთი ჭიქა ბრინჯი, ცოტა მანანის ბურღული ან ტაფაზე შეწითლებული ორი კოვზი მოხალული პურის ფქვილი. სამი კბილი ნიორი და უცხო სუნელი. ბრინჯი მოვხარშოთ ნახევრად, გავწუროთ და მერე ეს ყველაფერი ერთად მოვზილოთ. ნიორი დავჭყლიტოთ და ისე შევურიოთ. ამოვავლოთ მანანის ბურღულში ან მოხალულ პურის ფქვილში და ოდნავ შევწვათ ცხიმში. დავალაგოთ ცალკე და შემდეგ მოვამზადოთ სოუსი.
საჭირო მასალა სოუსისთვის: ორი კონა ტარხუნა. თუ ტარხუნა არ გვაქვს, პიტნით ჩავანაცვლოთ; ოთხი თავი საშუალო ზომის ხახვი, წიწაკა და მარილი გემოვნებით, გახეხილი პომიდორი.
ხახვი ძალზე წვრილად დავჭრათ, მოვთუშოთ კარგად, დავუმატოთ პომიდორი, ნახევარი ჭიქა ანადუღარი წყალი, შემდეგ წამოვადუღოთ და ჩავალაგოთ შიგ გუფთები, დაჭრილი ტარხუნა ან პიტნა, წიწაკა და მარილი გემოვნებით, თუ საჭიროა ანადუღარი წყალი დავამატოთ და ვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე, მომზადებამდე.