“კომენტარს არ ვაკეთებ არაფერზე, კომენტარს არ ვაკეთებ”, _ ასეთი იყო ბიძინა ივანიშვილის კომენტარები ყველა კითხვაზე.
მასთან მიახლოება მაშინ მოვახერხეთ, როდესაც ჯანსუღ ჩარკვიანთან შეჩერდა, გადაეხვია და მოიკითხა.
_ “გურია ნიუსიდან” ვართ, კითხვა გვაქვს თქვენთან, ბატონო ბიძინა…
_ “გურია ნიუსიდან” ხართ”? მაშინ უარს ვერ გეტყვით კომენტარზე, იმიტომ, რომ ძალიან მინდა ჩემს საყვარელ გურულებთან მოკითხვა დაგაბაროთ. ჩემი დიდი მოკითხვა და სიყვარული გადაეცით გურიას და თითოეულ გურულს. უთხარით, რომ ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს გურიაში!