როგორც მეუფე იობმა “გურია ნიუსს” განუცხადა, მისი აქციაზე მისვლის მიზანი არის, ის რომ გვერდით დაუდგეს ჭეშმარიტ ქართულ საქმეს. მისი თქმით, ის ყოველთვის იქ იქნება, სადაც ნამდვილი ქართველები არიან.
„ამ ადამიანს ბევრი კარგი და მადლიანი საქმე აქვს გაკეთებული და მე ყველას გვერდით ვიქნები, ვინც ამ ქვეყნის სიყვარულს ემსახურება“, _ განაცხადა მეუფე იობმა.
აქციის დასრულების შემდეგ, „გურია ნიუსმა“ მეუფის აქციაზე გამოჩენასთან დაკავშირებით, კომენტარის ჩაწერა ბიძინა ივანიშვილთანაც მოახერხა.
_ ბატონო ბიძინა, დღეს თქვენს გამოჩენამდე რამდენიმე წამით ადრე, მეუფე იობი გამოჩნდა აქციაზე, მას სხვა სასულიერო პირებიც ახლდნენ. რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს სტუმრიანობა?
_ ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, ეს იყო დიდი პატივი და სიხარული. საერთოდ, დღევანდელი დღეც, სხვა დღეების მსგავსად, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო. რაც შეეხება მეუფე იობს, მას მე დიდი ხანია ვიცნობ, ადრეც გვქონია ურთიერთობა და ბევრ საჭირბოროტო თემაზე გვისაუბრია. კიდევ ერთხელ გეტყვით, ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო იყო. ისევე, როგორც სასხირულოა, თითოეული იმ ადამიანის ყოფნა, აქ, რომლებსაც ახლა ვუყურებ. მალე, ჩვენ ყველანი ერთად, ერთ მუშტად შევიკრებით.