სტიქიას ებრძვის ვიეტნამი. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ცენტრალურ ნაწილში გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკაგრულად მიიჩნევა 6 ადამიანი.
ქვეყნის კატასტროფის პრევენციისა და კონტროლის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტიქიის გამო ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. დაზიანებულია ათასობით სახლი, მოსავალი, დაიხოცა პირუტყვი.