ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მამა გიორგი მეგრელიშვილს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა. როგორც საპატრიარქოს სამდივნოში აცხადებენ, გიორგი მეგრელიშვილს მღვდელმოქმედება მისი მმართველი მღვდელმთავრის გადაწყვეტილებით შეუჩერდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მამა გიორგი თანმხლებ პირთან, ოთარ სანოძესთან ერთად „სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლით დააკავეს, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამა გიორგის 4 ათას ლარიანი გირაო, სანოძეს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.