“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბაკურ შარაშიძე და ბიზნესმენი ამირან მამალაძე ავტოავარიაში მოხვდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მოხდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მანქანას ბაკურ შარაშიძე მართავდა. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციას "პრადოს" მარკის ავტომანქანაში არავინ დახვდა.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს იყო ადმინისტრაციული შეჯახება, რომელიც ადმინისტრაციულად გაფორმდა.